
,,პაჟს ეშინია, რომ მოწამლავენ და წყალს არ სვამს, თუ თავისი მიტანილი არ არის“-ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის საელჩოდან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ,,ფეისბუქზე“ წერს.
,,პაჟი ჩემს გაკვირვებას კიდევ თუ შეძლებდა ნამდვილად ვერ წარმომედგინა: ვარ საფრანგეთის საელჩოს მიღებაზე ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით. ვესაუბრები ფრანგ ნაცნობებს. ჩამოატარეს წყალი. რამდენიმე მათგანი (მე - არა) გაიწია წყლის ასაღებად და ... არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრისააო უთხრეს.
თან ვიცინოდი, თან ვტიროდი ცხადია, ეს თემა გაირჩა მიღების სტუმრებს შორის - როგორც გაირკვა, პაჟს ეშინია რომ მოწამლავენ და წყალს არ სვამს, თუ თავისი მიტანილი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მასპინძელი და რამდენად მაღალი რანგისაა ის.“- წერს ჩერგოლეიშვილი.