რა სიკეთეები შეახსენა ლალი მოროშკინამ გიგი უგულავას

Image

ლალი მოროშკინამ გიგი უგულავას სოციალურ ქსელში წერილი მისწერა, რაც ციხის ენაზე „მალიავას“ ნიშნავს და ის სიკეთეები შეახსენა, რაც მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად მუშაობის პერიოდში დაინერგა.

 

 

„მალიავა“ გიგის....

 

დილიდან ისე კარგად ვარ, მგონია შენი ლოცვები მომივიდა....

 

ხედავ როგორ გაგიმართლა, რომ მე მოვასწარი შენ მოსვლამდე „პალაჟენია დამელაგებინა“. პირველად ალბათ "კარანტინში" მლოცავდი, რომ არ მოგიწია „ჩვეილებისამებრ“ „კარიდორში“ „დუბინკების“ და წიხლების თანხლებით გავლა, მეორე ლოცვა ალბათ სიცხით გათანგულმა ძილის წინ გამომიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი იდეა იყო ზორბა ტანის პატიმრებისთვის „ნარების“ გაფართოება.

 

შემდეგი ლოცვა აუცილებლად საკვების მიღების დროს მომივიდოდა, გახსოვს, თქვენ დროს ტექნიკურ ზეთს რომ ასხამდით "ბალანდას"და ბიჭებს „პაგალოვნად“ ცეროზი აკიდეთ? ნახე რა დავხვეწეთ კვების რაციონი? ისე შენი დიეტაც შეგიძლია გააგრძელო, ყველა სახის პროდუქტი სახეზეა. შემდეგი დალოცვა საშხაპედან იქნებოდა, სადაც არ გეშინია, რომ თუ საპონი დაგივარდა, ვიღაც ალმაცერად შემოგხედავს...

 

ხედავ რა ინფრასტრუქტურული საკნები გავაკეთეთ? ხო, თუ ახალგაზრდობას გაიხსენებ და სტიქარს დაუბრუნდები, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაესაუბრო სასულიერო პირს. ალბათ შენი ლოცვა მაშინაც მომივა, როდესაც „პრაგულკის“ დროს არაფერს „გაგიჩალიჩებენ“ და „ზაჟიგალკაზე“ ორწლიან „რასკრუტკაზე“ არ გაგიშვებენ...

 

ალბათ ლოცვას მაშინაც აღავლენ, როდესაც ელემენტარული წამლის მოთხოვნის დროს მაგრად არ გცემენ და ტკივილისგან გულწასულს არ შეგეკითხებიან: „ჰა, კიდევ გინდა წამალი, თუ გაგიარა?" და კიდევ, აუცილებლად დამლოცე, როდესაც ცოლთან პირადი პაემნის დროს არ გადაგიღებს კამერა და მერე არ დაგაშანტაჟებენ ამ კადრების გასაჯაროებით, სულ საკუთარი ხელით „ამოვჩიჩქნე“ კედლებიდან შენი დროის საყვარელი ატრიბუტი.

 

ისე კი ციხისთვის ყველა მეცოდება და გამძლეობას გისურვებ!!

 

p.s. რაც მე „პალაჟენიას ვეღარ“ ვაკონტროლებ, მანდ აზარტული თამაშების "თამასა" ზედა ზღვარზეა და ეცადე არ ჩაგითრიონ, თორემ სანამ გამოხვალ, დაკარგავ ყველაფერს, "ვსიო ჩტო ნაჟიტო ნეპოსილნიმ ტრუდომ".

 

სულ ეს არის, თუ შეკითხვა გაგიჩნდა არ მოგერიდოს, „მალიავა“ სოციალს გამოატანე... ხო კონფიდენციალური არაფერი დაწერო, „პო სტაროი პამიატი“  ყველა „მალიავა“ იკითხება...“, - წერს მოროშკინა.

 

 

წყარსასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში წერილს, ციხის ლექსიკით ე.წ. "მალიავას" უგზავნის.

 

"მალიავა" გიგის....

"დილიდან ისე კარგად ვარ, მგონია შენი ლოცვები მომივიდა....

ხედავ როგორ გაგიმართლა, რომ მე მოვასწარი შენ მოსვლამდე "პალაჟენია დამელაგებინა". პირველად ალბათ "კარანტინში" მლოცავდი, რომ არ მოგიწია "ჩვეილებისამებრ" "კარიდორში" "დუბინკების"და წიხლების თანხლებით გავლა, მეორე ლოცვა ალბათ სიცხით გათანგულმა ძილის წინ გამომიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი იდეა იყო ზორბა ტანის პატიმრებისთვის "ნარების" გაფართოება, შემდეგი ლოცვა აუცილებლად საკვების მიღების დროს მომივიდოდა, გახსოვს, თქვენ დროს ტექნიკურ ზეთს რომ ასხამდით "ბალანდას"და ბიჭებს "პაგალოვნად" ცეროზი აკიდეთ? ნახე რა დავხვეწეთ კვების რაციონი? ისე შენი დიეტაც შეგიძლია გააგრძელო, ყველა სახის პროდუქტი სახეზეა. შემდეგი დალოცვა საშხაპედან იქნებოდა, სადაც არ გეშინია, რომ თუ საპონი დაგივარდა, ვიღაც ალმაცერად შემოგხედავს... ხედავ რა ინფრასტრუქტურული საკნები გავაკეთეთ? ხო, თუ ახალგაზრდობას გაიხსენებ და სტიქარს დაუბრუნდები, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაესაუბრო სასულიერო პირს. ალბათ შენი ლოცვა მაშინაც მომივა, როდესაც "პრაგულკის" დროს არაფერს "გაგიჩალიჩებენ" და "ზაჟიგალკაზე" ორწლიან "რასკრუტკაზე" არ

 

გაგიშვებენ... ალბათ ლოცვას მაშინაც აღავლენ, როდესაც ელემენტარული წამლის მოთხოვნის დროს მაგრად არ გცემენ და ტკივილისგან გულწასულს არ შეგეკითხებიან: "ჰა, კიდევ გინდა წამალი, თუ გაგიარა?" და კიდევ, აუცილებლად დამლოცე, როდესაც ცოლთან პირადი პაემნის დროს არ გადაგიღებს კამერა და მერე არ დაგაშანტაჟებენ ამ კადრების გასაჯაროებით, სულ საკუთარი ხელით "ამოვჩიჩქნე" კედლებიდან შენი დროის საყვარელი ატრიბუტი.

 

ისე კი ციხისთვის ყველა მეცოდება და გამძლეობას გისურვებ!!

p.s. რაც მე "პალაჟენიას ვეღარ" ვაკონტროლებ, მანდ აზარტული თამაშების "თამასა" ზედა ზღვარზეა და ეცადე არ ჩაგითრიონ, თორემ სანამ გამოხვალ დაკარგავ ყველაფერს "ვსიო ჩტო ნაჟიტო ნეპოსილნიმ ტრუდომ".

სულ ეს არის, თუ შეკითხვა გაგიჩნდა არ მოგერიდოს,"მალიავა" სოციალს გამოატანე... ხო კონფიდენციალური არაფერი დაწერო,"პო სტაროი პამიატი" ყველა "მალიავა" იკითხება...", - წერს ლალი მოროშკინა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !