-
2014-07-14 09:37
ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ რჩეულიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისი მეუღლე, მაია რჩეულიშვილი ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობდა. მათ ბოლოს ორი კვირის წინ ისაუბრეს.
„მაია დღეს ვერ დაესწრო მისი ყველზე დიდი მეგობრის, ედუარდ შევარდნაძის გასვენებას. ძალიან მძიმედ განიცადა მისი სიკვდილი, მაგრამ საბოლოოდ გაითიშა დღეს, დილის 9 საათზე რომ დაურეკეს ედუარდ შევარდნაძის მობილური ტელეფონიდან!
ნომერს რომ დახედა, გაფითრდა! ედუარდი მირეკავსო! თურმე ბატონი ედუარდის მდივანი რეკავდა მოსაწვევების საკითხზე. 2 კვირის წინ შედგა მათი უკანასკნელი საუბარი. „Майя, я обожаю тебя!“ ასე დაემშვიდობა დიდი ედუარდი დიდ (თუ გნებავთ პატარა) მაიას!“, - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43