„ვის ატყუებთ, ბ-ნო პრემიერო, სად არის 70 საწარმოდან თუნდაც ერთი?“

Image

ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას  დაპირებული 100 ქარხნის თაობაზე.

 

 

„მე ვერ მეტყვით, რომ რამე ვერ შევასრულეთ, რაც ხალხს დავპირდით. ჯერ ეს ერთი 100 ქარხანა დავპირდით 2016 წლამდე, მაგრამ უკვე გავხსენით 70 საწარმო, სადაც დასაქმებულია 700-მდე ადამიანი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

„ზერელედ კითხულობს სხვის მომზადებულ ანგარიშს, თორემ როგორ უნდა იმეორებდეს ამ სისულელეს.

 

ვის ატყუებთ, ბ-ნო პრემიერო, სად არის 70 საწარმოდან თუნდაც ერთი? არ დაიზარეთ, პანდუსი გახსენით საზეიმო ვითარებაში და ქარხნის გუგუნის ხმას მოგვაკლებდით საილუსტრაციოდ?

 

რა თქმა უნდა, არა ...

 

ახლა, თქვენივე სიცრუის „ეფექტიანობას“ რომ გავყვეთ და დაგიჯეროთ, რა გამოდის, 70 საწარმოში დაასაქმეთ 700 ადამიანი, ანუ თითო საწარმოში საშუალოდ 10 და თქვენი ვადის ამოწურვამდე გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში კიდევ 300 ადამიანის დასაქმებას აპირებთ? ციფრებთან ფრთხილად, ბ-ნო ირაკლი, ათკაციანი საწარმოები კი არა, სასადილოებიც ძნელად მოიძებნება.

 

ადრე სოფლებში იყო ასეთი ტრადიცია, ქმარს ცოლი თუ მოუკვდებოდა, ერთგულების დასადასტურებლად ცოცხალი ქმარიც იმავე მიწის ნაკვეთზე იზომავდა საფლავს დაბადების თარიღით აღნიშნულს, ხოლო გარდაცვალებისას ღიად ტოვებდა (სავარაუდოდ, შვილების იმედი არ ქონდათ სათანადოდ დაფასებისა) აი,ზუსტად ამ ნეკროლოგს ვუყურებ ახლა, პრესკონფერენციის სახით" - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკა ხერხეულიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !