-
2014-06-04 02:24
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში დავით ნარმანიას განცხადებას გამოეხმაურა სადაც ის ამბობს, რომ საარჩევნო პროგრამა 4 წელზე აქვს გათვლილი.
„4 წელზე აქვს დავით ნარმანიას პროგრამა (თბილისის ჯუნგლებად გადაქცევაც აქ შედის) გათვლილი. მელიას კი უკვირს, როგორ შეასრულებთ ამ პროგრამას, თუკი კანონით მხოლოდ 3 წლით და რამდენიმე თვით იქნებით მხოლოდ თანამდებობაზეო! ისე გადააგდეს „ქოცებმა“ ამომრჩევლების უმრავლესობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ ზოგიერთი ჯერაც ვერ მიმხვდარა ამას და ახლა ამ რამდენიმე თვეს ვინღა დაეძებს?!
ისე კი, თვითმმართველობის კანონის 150-ე მუხლის მე-3 პუნქტი: “2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში.” რა არის აქ გაუგებარი?
მერი ირჩევა ამჯერად 3 წლით და 4 თვით და ჰაჰა კიდევ 1 ან 2 კვირით, თუ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დაინიშნება. შესაბამისად, სრულ 4 წელზე გათვლილ პროგრამას ვერ შეასრულებს ვერანაირად ვერცერთი კანდიდატი”- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ ტვ 3-ის ეთერში გადაცემაში “არჩევნები 2014” თბილისის მერობის სახელისუფლებო და ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ მიწვეული, სადაც დავით ნარმანიას ამბობს, რომ საარჩევნო პროგრამა 4 წელზე აქვს გათვლილი.