
ჟურნალისტი გადაცემა „პოლიტიკის დროში“ დეპუტატების თამარ კორძაიას და თინა ბოკუჩავას შელაპარაკებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„უუი,რა დაჰკივლა თამარ კორძაიამ)))) უცებ შევხტი))))მე რომ ვინმესი გამიკვირდება, მაგრამ ამისგან არ ველოდი))))“, - წერს გრიგოლია.
უმრავლესობის დეპუტატმა გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას სთხოვა, მისთვის საუბარი არ შეეწყვეტინებინა და მის საქციელს უზრდელობა უწოდა.
„მაცადეთ საუბარი ქალბატონო თინა, გჩუქნით ჩემს სასაუბრო დროს, მე არ ვარ მიჩვეული ამ რეჟიმში საუბარს, ეს არის უზრდელობა“, - მიმართა კორძაიამ ბოკუჩავას.