
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „მძიმე კაცთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იგი საქართველოში ამ არხის დანიშნულებას ვერ ხედავს.
„რამდენად სწორია არ ვიცი, იარსებოს ისეთმა ტელევიზიამ, რომელიც არამეინსტრიმზეა გათვლილი. რა თქმა უნდა მას აქვს რეიტინგი, ხუთეულში შედის და ეს ნორმალურია, სხვა ქვეყნებში ასეთი რეიტინგიც არ აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებლებს“, - აღნიშნა მან.