
ექსპერტი გია ნოდია საკუთარ ,,ფეისბუქზე" წერს, რომ კანტისგან განსხვავებით მას ორ კითხვაზე ვერ უპოვია პასუხი:
,,გერმანელმა ფილოსოფოს იმანუელ კანტს ვერ გადაეწყვიტა, რა უფრო დიდი სასწაულია: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ადამიანის თავზე თუ მორალური კანონი თვით ადამიანში? მეც ბოლო ხანებში სულ სხვა კითხვა მაწვალებს და პასუხი ვერ მიპოვია: ჩვენი მთავრობა უფრო ბოროტია თუ უფრო იდიოტია?"- წერს ნოდია.