
,,ჩემი მეზობელი ჰაკიმი გაყეყეჩდა. მერკელთან ვიზიტის წინ საკუთარი მნიშვნელობისა და სიდიადის გრძნობით აღივსო და წაიბლატავა, მიშა პლანტაციაზე უნდა ვამუშაოო, რითაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და განათლების მხრივ სტერილურია, არამედ განეკუთვნება იმ უმარტივესთა კლასს, მმართველობის ერთადერთ ფორმად 21-ე საუკუნეშიც მონათმფლობელობა რომ მიაჩნიათ. ძალაუფლება რომ შეიგრძნოს, მონები ჭირდება,– წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე.
,,ეხლა დავუბრუნდეთ რეალობას და კიდევ ერთხელ მომისმინე, შვილო: მესმის, რომ ტრავმირებული ხარ წარსულით, არ გქონდა სათამაშო, სასწავლებელში ვალოდია ჯინჭარაძესავით გასუსული იჯექი რადიატორთან, მერე თავად გახდი სათამაშო, ზუსტად ისეთი, ცნობილ ფილმში როა, ბერას ერთი თითის გატკაცუნებაზე, მოთხოვნაზე დღისა თუ ღამის ნებისმიერ წამს განასახიერებდი ცხენსა თუ ვირს;
თან სიმამრის მონა იყავი, გეგონა, რომ წესია ეგეთი. ეხლა შენც რომ გყავს მონები, აი ისინი, პარლამენტსა თუ მთავრობაში მათრახების ქვეშ ნიჩბებს რომ უსვამენ, ნუ დაგავიწყებს, რომ თავად კვლავაც მონა ხარ, ზუსტად შენნაირი სტერილურის და უმარტივესის, ოღონდ ძალზე დიდფულიანის და ის, რომ მას საკუთარ ბავშვობას აგონებ, მხოლოდ ადასტურებს ჩემს ეჭვს, რომ როგორც კი ამ აღტკინებულ ჯირითში სახეს აილეწავ, უმალ მოგისვრის მოტყუებულთა საჯიჯგნად.
კიდევ ერთი: შევარდნაძე ბევრად უფრო ძლიერ დასავლელ პოლიტიკოსებთან - გენშერთან, კოლთან, ტეჩერთან, ბეიკერთან, უფროს ბუშთან სტუმრობდა, თანაც საკმაოდ ხშირად, მაგრამ როცა ხალხმა ნორმალური ცხოვრება მოითხოვა, ამან არ უშველა.
რადგან ქვეყნის გაპარტახებაში ედუარდს ბაძავ, შენთვის ვამბობ, იმაშიც მიბაძე, ამდენს ნუ იჭიმები, ნუ უზრდელობ და შენი მფლობელი ცხვირსახოცს რომ დაგიქნევს, ეგებ აქ სადმე ჩუმად ცხოვრების უფლება მოგცეს ხალხმა, როგორც შევარდნაძეს აცდიან თავისი მყრალი, მავნებლური ცხოვრება მშვიდად დაასრულოს აპარტამენტებში.
უზრდელობას თუ გააგრძელებ, კანონში ცვლილება სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის შესახებ ვერაფერი გარანტიაა. და ერთიც: თავდასხმის ობიექტები ისე შეარჩიე, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს მაინც, თორემ, კახელი კაცი ხარ და ხალხს ნუ ათქმევინებ, სად ერეკლე და სად ბიძინას პინგვინის კვერცხიო..."– მიმართავს ,,ფეისბუქით"თარგამაძე ღარიბაშვილს.