დაჩი გრძელიშვილი: „თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ გახლავთ“

Image

გუშინ ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბათუმში პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩასულ ჩინოვნიკებს კრიტიკული პოსტი მიუძღვნა. პოსტს ინტერნეტ-მედიასა და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი კომენტარების გარდა, კრიტიკაც მოჰყვა. დაჩიმ კრიტიკოსების პასუხად მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

 

„მათ საყურადღებოდ, ვინაც ჯიპებზე ჩემი პოსტის შემდეგ სისინა გველი და ინტრიგანი მიწოდა; მათ საყურადღებოდაც, ვინაც პოსტის წაკითხვის მერე მარტო ის იკითხა, 9 წელი რას აკეთებდაო (ანუ, ჩემზე იკითხა, საკუთარ თავზე კი არა); ასევე მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი, დაბურულ მინებიანი და პოლიციის მაშუქებიანი ჯიპებით უნდა იარონ - მათსავე, ხალხის ხარჯზე.


ბატონებო, ქალბატონებო... თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ გახლავთ. მას ფიქრი და აზროვნებაც შეუძლია. ოღონდ თქვენს ნაცვლად, თქვენი თავით სხვა ვერ იფიქრებს - ვერც მიშა, ვერც ბიძინა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ღმერთი (ის ამას უბრალოდ არ გააკეთებს, იმიტომ რომ უყვარხართ).

 

ჰოდა, თქვენი თავით, თქვენვე დაფიქრდით: თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ მთავრობას; თქვენი ხელფასიდან იხდით გადასახადებს (არა მხოლოდ ხელფასიდან) და ავსებთ ბიუჯეტს, რომლითაც მთავრობა ხელფასს იღებს; ასრულებთ მოვალეობას, არ დაარღვიოთ კანონი - როდესაც არღვევთ, თუ გაგიგეს, თქვენ გიჭერენ ან გაჯარიმებენ და თვლით, რომ ეს ნორმალურია.

 

ჰოდა დაფიქრდით, რატომ უნდა იყოს თქვენს მიერ მოყვანილი, თქვენი დაფინანსებული მთავრობა თქვენზე პრივილეგირებული? რატომ არ უნდა მოსთხოვოთ მას პასუხი იმაზე, რაც არ მოგწონთ? - დაფიქრდით, არ ინანებთ... თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე და მერე, გესიამოვნებათ კიდეც, ისეთ ძალას იგრძნობთ.

 

იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვისაც თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ ჰგონია; იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვინც თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მთავრობა კი განსაკუთრებით თანასწორი. და მერე აღარ დაგვჭირდება იმაზე მათხოვრობა, რაც ისედაც გვეკუთვნის - ჩვენი წილი თავისუფლება ჩვენსავე აშენებულ ქვეყანაში", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !