
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბიზნესმენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ლევან ვასაძე პოლიტიკოსებს სამი კატეგორიის ადამიანებად ახარისხებს.
„პოლიტიკაში სამი კატეგორიის ხალხი მოდის: არამზადები - ძალაუფლებით ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან, და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის“, - აცხადებს ლევან ვასაძე.
„კი მაგრამ......
თვითონ ხომ სულ ბრძოლაში ჩართული და ჯვარზე ნაწამები გვინახავს ამ ბოლო წლებში (თუ რუსეთში თავამოფარებული) ან ოდესმე „ნაცებთან“ დაპირისპირებული, ან კიდევ ქვეყნის ღირებულების დაცვაში შემჩნეული!....
პატრიოტული სიტყვებით - თუნდაც სადღეგრძელოებით - ხალხის გაბრუება ადვილია, ქვეყნის მართვის საქმე კი ოდნაც უფრო ძნელია! პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ხალხი კიდევ არ მოატყუო და ის არ დაპირდე, რაც არ შეგიძლია", - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.