
ბრიტანეთის მოქალაქეს, 47 წლის როია სობერი ნეჯატ ნობასტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ, „ისლამის შეურაწყოფისთვის“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამის შესახებ The Independent-ი წერს. გამოძიების მასალებით, ირანში ნათესავების მოსანახულებლად ჩასვლის დროს, როიამ ფეისბუკზე დაწერა კომენტარი, რომელშიც ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.
მან ირანის რეჟიმს „ძალზე ისლამური“ უწოდა. დაკავებულის ქმარი შიშობს, რომ შესაძლოა განაჩენი სიკვდილით დასჯით შეცვალონ. თავად იგი თავს იკავებს ირანში წასვლისაგან, რადგან თვლის, რომ შესაძლოა, ისიც დაიჭირონ და გაასამართლონ. ნობახტსა და მის მეუღლეს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ - დიდი ბრიტანეთისა და ირანის.
ბოლო 6 წელი წყვილი ინგლისში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, 2009 წლიდან, ირანის ტერიტორიაზე აკრძალულია Facebook, Twitter და YouTube გამოყენება. ამა წლის 23 მაის კი, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაბლოკოს Instagram-იც.