
საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა "ლიტერატურულ კაფეში" ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ეხმიანება და "ფფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„თუ ვერ გვიჭერენ, ქუჩაში გვირახუნებენ! ჯერ ბოცო, მერე კოდუა, ახლა ზურა!!!
ღარიბაშვილო! - დააკავე ახლა ის ორი ნაძირალა ვინც დღისით, მზისით ასე გაუსწორდა ზურას - ან გამოაცხადე ეს ქვეყანა ბანანის რესპუბლიკად და მერე გინდ შენ მოაწერე ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და გინდ შენი უფროსის ზებრამ!“,- წერს თინა ბოკუჩავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.