-
2014-05-27 13:46
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის შესახებ "ფეისბუქზე" ინფორმაციას ავრცელებს.
„ზურა ჭიაბერაშვილს, ვაკეში - ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ“; "ნოდარ ლადარიას ცხელი ჩაი შეასხეს სახეზე", - წერს დეპუტატი წერს დეპუტატი და თავდამსხმელებსაც ასახელებს. მისი თქმით, გამოძახებულია სასწრაფო და პოლიცია. ზურაბ ჭიაბერაშვილს, ხაჩიძის ინფორმაციით, თავი აქვს გატეხილი.
"ერთერთი თავდამსხმელი რეზო თაბუკაშვილია. იმ რეზო თაბუკაშვილის შვილიშვილი. ჭიაბერაშვილს თავი აქვს გატეხილი. მეორე თავდამსხმელია გიო მგელაძე"
დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გამოვაქვეყნებთ.