"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე "ფეისბუქზე" ეხმიანება საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა აიყვანოს მრჩევლებად მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე.
"ნარმანია რჩევას აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, არ მიიღონ ჩემი რჩევები. სანაცვლოდ ჰპირდება, რომ გაუმხელს კიევში მილიონი ხის დარგვის საიდუმლოს", - წერს კახა ბენდუქიძე.