
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, 2012 წელს ჩატარებული სამხედრო აღლუმისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და თან დაურთო მილოცვის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე:
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
Happy Georgia's independence day!"