-
2014-05-23 18:37
საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს, რომლებიც 24 მაისს საატესტაციო გამოცდებს ამტავრებენ, საგამოცდო ტესტების შემდგენთა მიმართ პრეტენზიები აქვთ და კვირას საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
მოსწავლეები ამბობენ, რომ არაპროფესიონალურად შედგენილი ტესტების გამო მოსწავლეების უმრავლესობას დაბალი შეფასებები დაუწერეს, რამაც "მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეარყია და მოტივაცია გაუქრო".
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელს გოგა ხაჩიძესაც მისწერეს, რომელმაც წერილი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით კი, "ფეისბუქზე" შექმნილია მოსწავლეთა დახურული ჯგუფები, სადაც მე-12 კლასელები ერთმანეთს საატესტაციო გამოცდების ლაფსუსებს უზიარებენ. საერთო განცხადებას ისინი კვირას გაავრცელებენ.
