-
2014-05-18 01:44
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი ეკა ბესელიას სატელევიზიო გამოსვლას ეხმიანება, ჟურნალისტებს თხოვს, მიაქციონ ყურადღება დეპუტატის წამოცდენას და ეკა ბესელიას მატყუარას უწოდებს.
მისი თქმით, სიცრუეა ეკა ბესელიას განცხადება, თითქოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს რაიმე საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული:
ეკა ბესელია!!! მატყუარა! როდემდე უნდა ატყუო საზოგადოება. ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ მიაქციონ მის ამ განცხადებას ყურადღება! ბაჩოს არანაირი სხვა პატიმრობა არ აქვს შეფარდებული და წინასწარ თუ აანონსებს, როგორც არაერთხელ წამოსცდენია, მაშინ გასაგებია რასაც აპირებთ!
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ საჯაროდ, ბაჩოს აქვს შეფარდებული მხოლოდ ერთი პატიმრობა, რის გამოც 9-ჯერ გამართლებული ადამიანი კვლავ ტყვეობაშია (პატიმრებისთვის კარგი პირობების შექმნა 332 მუხლი, I ნაწილი)!!!
პ.ს. ქალბატონო უფლებადამცველო ბესელია, გადახედეთ არქივს და გამეცით პასუხი, თუ მჯდარა როდესმე ამ მუხლით (332 მუხლი I ნაწილით) ვინმე წინასწარ პატიმრობაში? ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს!“- მიმართავს ნადარეიშვილი ეკა ბესელიას.