
შალვა რამიშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერადაც მის კოლეგას, გიორგი გაბუნიას აქილიკებს.
შალვა რამიშვილი:
„ანტიდისკრიმინაციული კანონი ორი მოსმენით მივიღეთ. ეს ისეთი თემაა... ძალიან საჩოთირო, ამაზე რომ ვიხუმრო იმათ ეწყინებათ, იმათზე რომ ვიხუმრო ამათ. ამიტომ მოდი ვიხუმრებ ისეთ რაღაცაზე რაც არავის არ ეწყინება და ყველას გაუხარდება - გიორგი გაბუნიაზე. შეიცვალა კანონი და გადარქმეული სახელის ხელახლა გადარქმევა უკვე კანონით იკრძალება, მე კიდევ ერთხელ მინდოდა გიორგისთვის მომეხადა ბოდიში, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევ“.