-
2014-05-11 11:52
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში იმ არჩევანის შესახებ წერს, რომელიც 'opportunity cost'-ის არსია და „ნაცხროვას“ უკავშირდება.
„არსად ისე არ ხდება 'opportunity cost'-ის არსის გააზრება, როგორც ნაცხროვაში. ყოველ დილით აკეთებ არჩევანს - შპრიცები დაყარო, სუპერმარკეტი დააყაჩაღო, სიცრუე გაავრცელო, საბურავების საწყობი დაალაგო, რიტორიკა 'გაღუნო', ჩანერგილები მოინახულო, ეკონომიკა გააჩერო თუ რომელიმე საგანელიძეს მოუსმინო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
რედაქციისგან: 'opportunity cost' - ეკონომიკაში გამოყენებული ტერმინია, რომელიც ფრიდრიხ ფონ ვიზერმა 1914 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში დაამკვიდრა და ის აღნიშნავს ხელიდან გაშვებულ სარგებელს (შემოსავალს) რესურსების გამოყენების ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტის არჩევის შედეგად, რომელიც სხვა შესაძლებლობებზე უარის თქმას გულისხმობს.