
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსი,
რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ქვეყნების უმეტეს ნაწილში მის გამო საგანგებო მდგომარეობაა
გამოცხადებული ადამიანთა ნაწილმა , შესაძლოა, უკვე გადაიტანა.
"ეს კორონავირუსი დეკემბერ-იანვარში ხომ არ გადავიტანეთ?
ბევრი ამბობს, რომ ზუსტად მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ და მკურნალობის დროც
გაუხანგრძლივდათ, რადგან პირდაპირი სამკურნალო წამლები არ ჰქონდათ."-წერს ფოტოგრაფი.
მის სტაუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუქ მომხმარებლები
წერენ, რომ მათ კორონავირუსის სიმპტომების მქონე ვირუსი ზამთრის პერიოდში აქვთ გადატანილი.
წერენ იმასაც, რომ მკურნალობის პერიოდი 2 დან 3 კვირამდე იყო და საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში რამდენიმე
მედიკამენტი დაეხმარათ.