-
2020-02-19 11:11
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფეისბუქგვერდზე ბიძინა ივანიშვილისადმი დაბადების დღის
მისალოცი ტექსტი წაშლილია. ირკვევა, რომ წერილი დირექტორის დავალებით წაიშალა.
"მიზეზი ისაა, რომ უკანასკნელი დედის გინებები იყო", - აცხადებენ აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში.
ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გუშინ მიულოცა.
"ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი
გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.
თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში,
ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი
ხალხის საკეთილდღეოდ", - ეწერა მისალოც ტექსტში.