
ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია ყარაჯალაში
მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არ მომწონს ასეთი სათაურები. ეჭვიანობით რომ პრავდება მკვლელობა – არასწორი მესიჯი
მოდის სრულიად. “ა, იეჭვიანა? გასაგებია…” არაფერი არ არის გასაგები! ეჭვიანობა არ არის ის,
რაც ადამიანს გაკვლევინებს. ეს ძაან ზედაპირული ხედვაა. ასეთი სათაურების გამო ტრეინინგები
ვუტარეთ მედიას თავის დროზე და როგორც ჩანს, ისევ უკან მივბრუნდით.
ასეთი სათაურებით ხდება ფემიციდის მოტივების ფორმირება, ნორმალიზება. ფემიციდი სიძულვილით
მოტივირებული გენდერული დანაშაულია და რაღაც ბანძი ვითომ-სასიყვარულო იარლიყები არ სჭირდება.
ეჭვიანობა სწორედაც რომ სიყვარულთან ილინკება და არა სიძულვილთან”,- წერს ბაია პატარაია.