მიხეილ სააკაშვილი: არ მიყვარს სტალინი, გელა-მიყვარს

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი

თავისი მასწავლებლის, გელა ჩარკვიანის პოსტს აზიარებს და წერს: “არ მიყვარს სტალინი, გელა – მიყვარს”.

პოსტში წარმოდგენილია ამონარიდი გელა ჩარკვიანის წიგნიდან “ნაგერალა”.

 

“ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარ­მოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს

დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამ­ჯერად არა მეწაღის და

მრეცხავის შვილი, არამედ профессорский сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ

კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ­იორკში. განაგებს არა ვეებერ­თელა საბჭოთა კავშირს, არამედ პატარა საქართველოს.

მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური

რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელებისა და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული

მისიის შეგ­ნება, ორივეს ახასიათებს. ორივესა­თვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების

ინტერესებისა და უფლებების უგუ­ლებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავ­სებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი.

ჩვენი რეგიონის ქვეყნისათვის ეს მიღწევაა, მით უმეტეს, როცა სწორედ მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების

ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა.

ვნახოთ. P. S. იქნებ არც ისაა შემთხვევითობაა, რომ ორივეს განათლების საქმეში წვლილი ჩარკვიანებმა შეიტანეს.

სოსოს ანბანი და რუსული ენა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. მიშას კი გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურს”.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !