-
2020-02-13 14:50
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს,
რომ ეს “სპექტაკლი და კივილ-წივილი” ქარიზმატული გამოსვლებით, უგულავამ აკეთა იმიტომ, რომ პოლიტიკურში
გადაეყვანა მისი თაღლითობა.
„არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე, რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ
მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და
ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა საკუთარი თაღლითობა.
საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი, რომ დახვრიტეს
მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში. ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი
ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ
პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით
და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ”, – აცხადებს ია მეტრეველი.