
სასამართლოში “ტვ პირველის” დამფუძნებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შეფარდებაზე მსჯელოვბენ, პარალელურად კი,ტელევიზიის წამყვანები განცხადებებს აკეთებენ.
ინგა გრგოლია აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთლის დაბარება “ტვ პირველთან” პირდაპირ კავშირშია.
“ ჩვენ თავიდანვე დავუკავშირეთ ეს საქმე ტელევიზიას და დღესაც იმავეს ვამბობ. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, 11 წლის საქმეზე ედავო და აქ მოიყვანო, ისეთ საქმეზე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, ეს ხომ პოლიტიკურია.
ამ ბოლო დროს ქართული ოცნებისთვის მოდური გახდა სიტყვები – ჩვენ მოვიგებთ ომს მშვიდობითო და დიახ, ჩვენ მართლა მოვიგებთ ომს მშვიდობით. თუ ვინმე მოიგებს ომს, ეს ჩვენ ვიქნებით. გაძლევთ ამის გარანტიას, ტელევიზიას არავის არ დავუთმობთ. „რუსთავი2“-ის საქმით ხარობენ და ვერ გაიხარებენ „ტვ პირველის“ წაღებით“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.