
ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა მეუღლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მეუღლესა და დონალდ ტრამპს შორის ჩადგა და თეთრი სახლის ლიდერს ორჯერ აკოცა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპისა და კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაღებულ ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა.
„იპოვე ვინმე, ვინც ისე შემოგხედავს, როგორც მელანია ჯასტინ ტრიუდოს უყურებს“
„როგორც ჩანს, მელანია დივანზე დაიძინებს“
„მელანიასთვის „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნამდვილად წარმატებული გამოდგა“
ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.