
ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.
„სალამი ყველას, სახე დაკარგულებსაც! პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას … ოდესმე ამ შოკიდანაც, ალბათ, გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ..."- წერს შუბლაძე.