"რაღაცას მატყუებთ, რომ შევჭამ, მივხვდები, ალბათ..."; "ტკბილიც მოაყოლეთ, რო გაგსიებიათ თავები..." - "უფასო საჭმელი" და ფრაზები

Image

სცენარისტ აკაკი სინჯიკაშვილის ("ფეისბუქში" მას აკა სინჯიკაშვილად იცნობენ) იდეა - სრულფასოვან კვებას მოკლებული, გაჭირვებული ადამიანებისთვის ქუჩაში საკვების დარიგება უკვე ძალიან პოპულარული აქციაა. აქცია მხოლოდ ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დახმარებას არ ითვალისწინებს, მოხალისეები პურსა და სხვა პროდუქტებს ოჯახებში და ბავშვთა სახლებშიც არიგებენ.

მარტში პერსონალურად დაწყებული აქცია, რაც აკაკი სინჯიკაშვილის მიერ საკუთარი ავტომანქანით ღამით ტაქსის ფუნქციის შესრულებისას მიღებული თანხით საკვების ყიდვასა და დარიგებას ითვალისწინებდა, დღეს უკვე მასობრივი გახდა. გამოჩნდნენ მოხალისეები, გაიზარდა დასარიგებელი საკვების რაოდენობა და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა. 

 

მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ აკაკი სინჯიკაშვილის ანგარიშზე: თიბისი ბანკი, GE90TB7603845061100016, მიმღები აკაკი სინჯიკაშვილი. 

 

მანამდე კი იუმორით ცნობილი სცენარისტი დროს არ ჰკარგავს და ამ აქციის მიმდინარეობის ფარგლებში მოსმენილი ფრაზების რჩეულს აქვეყნებს:

 

"ცოტა მხიარულებაც უნდა გაერიოს ყველა საქმეში და ვდებ საჭმელის დარიგების დროს მოსმენილ ფრაზებს:

 

"უფასო რანაირადაა, რაღაცას მატყუებთ და რომ შევჭამ მერე მივხვდები ალბათ"

 

" 20 პურს ავიღებ რა სახლში სამნი ვართ"

 

" ხელფასი რამდენი გაქვთ ბრატ, ღიირს თქვენთან დაწყება სამსახურის? "

 

" აი თუ არაფერს აკეთებს ივანიშვილი, წესიერად დაარიგეთ თქვენ, ნუ ღლიცინებთ"

 

" ბანკი სახლს უყიდის ჩემ ბიჭს და იქნებ დაახსნევინოთ"

 

" რამე ტკბილიც მოაყოლეთ, რო დაგსიებიათ ეგ თავები"

 

" ზეთი თორე დილას გამოხადეთ, მოიტა ჰაა რაც არი"

 

" რამე იაღოველური ხო არ არის ამ ხამბუნგერში?"

 

" ქოლგას გაჩუქებთ რაა ცოდოები ხართ, მაშინ მაკოცნინეთ მაინც "

 

" მოგადგათ არჩევნები ბიძია? გამივსე პარკი შაქრით, მაინც არ მოგცემთ ხმას"

 

" ეგ პური არ მინდა, წეღან იმ ქალს შემთხვევით დაეფურთხა"

 

"მარხვაში ხორცის დარიგება ეშმაკის მსახურებაა, მაკარონს წავიღებ"

 

" კურიერში გიყურებთ ხოლმე ბატონო თამაზ, გაიხარეთ თქვენ"

 

" შვილიშვილი მყავს შენხელა, ნომერი გამატანე იქნებ დაგირეკოს ამ სასიკვდილემ, ვიღაცა ტრაკგამოხეულს არის გადაკიდებული"

 

" აუ შენ გაიხარე ჩემო ძმაო, მისაყოლებელი არ გვიჩალიჩია ორი კვირაა, საათი არ გავა შენი რო არ დავლიოთ"

 

" აიიმ კაცს რომ მიუტანთ, მყრალი გინება იცის მარა კეთილი გული აქვს"

 

" ეს ნაციონალები რით ვერ დაწყდით"

 

" შენ თუ ერთ დღეს მწვადებს დაარიგებ, ჩემზე იყოს პატივისცემა"

 

" ლარის სანთელი უნდა აგინთოთ დღეს"

 

" აი იმ გოგოს ნომერი გამიჩითე, გრამი საჭმელი არ მინდა"

 

" რაღაცაში დამიქვითავენ ამას, მარა დაარიგონ ესენიც ცოდოები არიან"

 

ასჯერ ამდენი ფრაზაა და ყველას ვერ ვდებ...", - წერს აკაკი სინჯიკაშვილი. 

 

UFASO2.jpg

UFASO.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !