
ცნობილმა იუმორისტმა ნუგო მეტრეველმა "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რითაც 9 აპრილს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი "მგზავრების" კონცერტი გააშარჟა.
ადრე გავრცელებულ აფიშას, სადაც ჯგუფის შვიდი წევრია გამოსახული, ნუგო მეტრეველმა იგორ როდიონოვთან (რუსი გენერალ-მაიორი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ამართლებდა სისხლიან ხოცვა-ჟლეტას 1989 წლის 9 აპრილს თბილისში) დაკავშირებული დეტალები დაამატა:
"მგზავრებს" შუბლზე წითელი ვარსკვლავები უკიაფებთ, მათ სოლისტს ვითომ როდიონოვის გამოსახულებიანი მაისური აცვია, ხოლო წარწერაზე აღნიშნულია, რომ კონცერტი ეძღვნება იგორ როდიონოვის ნათელ ხსოვნას. აქვე შეცვლილია სახელწოდება "მგზავრები" სახელწოდებით "ჩერიომუხი" ("ჩერიომუხა საბჭოთა ცრემლსადენი გაზია, რუსები ამტკიცებდნენ, რომ ეს გაზი გამოიყენეს, თუმცა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მაშინ არა ცრემლსადენი, არამედ მომწამვლელი გაზი "სი ეს" გამოიყენეს.