გივი თარგამაძის ბოლო რჩევა ირაკლი ღარიბაშვილს: „წადი საფრანგეთში და თავიდან, ოფიციანტობით დაიწყე..“

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხს ეხმიანდება და ყოფილ პრემიერს ემშვიდობება, თანაც, „ბოლო რჩევას“ აძლევს:

 

„და აი, ფინალიც. გადავხედე ამ წლების პოსტებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თვეების მანძილზე კეთილი რჩევების მეტი არაფერი შემომითავაზებია. მესმის, შუშის ოლიმპოს გადაფიჩინებული ხაზეინი გთრგუნავდა, გსრესდა ყოველწუთიერად საკუთარი გადაგლესილი ტვინის გაუგონარი ზმანებების აღსრულების მოთხოვნით.

 

ფიზიკურად გფიტავდა და განადგურებდა, გაბრმავებდა და გაყრუებდა. მაგრამ გაუსაძლის გათანგულობაში უნდა გაგეგონა ერთადერთი გულშემატკივრის, შენი ყოფით გულდამძიმებული კეთილი მეზობლის გამუდმებული შეგონება: შვილო, ჰაკიმ, შეიცადე; შვილო, ჰაკიმ, გაიაზრე; შვილო, ჰაკიმ, დაფიქრდი...

 

უნდა ჩაჭიდებოდი ამ ერთადერთ მაშველ რგოლს... ჩემს პასუხისმგებლობას ჩემი არჩევანი განაპირობებსო, დღეს თქვი - არასდროს გიმართლებდა არჩევანში: სამი მამა გყავს - ბიოლოგიური, შეძენილი (სიმამრი) და უძღები (დიახ, უძღები მარტო შვილი კი არა, მამაც არსებობს, რაშიც დარწმუნდი) და სამივე მხოლოდ შენს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ფიქრობს.

 

გაფრთხილებდი - შუა ჯირითში დაგანარცხებს - არ მომისმინე. ახლა? ერთ რჩევასაც მოგცემ და დავიშალოთ: შვილო, ჰაკიმ, იყუჩე, დაისვენე, ცხვირი ნორმალური ადამიანის დონეზე გაასწორე, ნურც ჩამოუშვებ, ნურც აიპრიხავ. დაივიწყე ათეულობით გამოჩენილი ხელის ჩამორთმევა.

 

წადი საფრანგეთში, თავიდან, ოფიციანტობიდან დაიწყე, ფულიან ხალხს ერიდე, სიმამრს დაუმტკიცე, რომ კაცი ხარ, მამას აჩვენე, რომ დამოუკიდებელი ხარ და გადაწყვეტილებები მერე მიიღე.

 

მაშინ აღარ მოგიხდება ასე ნანატრ ტერასაზე მხოლოდ სამი წუთით დგომა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზის ვერახსნა და ბოლო საპრემიერო გამოსვლის მხოლოდ საყვარელ ნუნუკაზე გადატარება. მშვიდობით, შვილო, ჰაკიმ. საკუთარ თავს ებარებოდე...“ - წერს გივი თარგამაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !