რუსულ ინტერნეტსივრცეში მომხმარებლები აქტიურად იყენებენ ჰეშთეგს #НеЕдувТурцию და იმუქრებიან, რომ 2016 წლის საზაფხულო სეზონზე თურქეთში არ წავლენ.
რუსი ინტერნეტმომხმარებლების პროტესტი "სუ-24"-ის ჩამოგდებას უკავშირდება, რუსულ გამოცემებს კი მოჰყავთ ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, როგორ შეიძლება დაზარალდეს თურქეთი რუსი ტურისტების ბოიკოტით:
ამ სტატისტიკის მიხედვით, თურქეთმა 2014 წელს ტურიზმისგან მიიღო შემოსვალი 34,3 მილიარდი აშშ დოლარი. იქ ჩასული 36,8 მილიონი უცხოელი ტურისტიდან 4,4 მილიონი რუსეთიდანაა. ანუ, რუსებზე მოდის 34 მილიარდი შემოსავლიდან 3,3 მილიარდი აშშ დოლარი.