
მედიაკავშირ "ობიექტივის" წამყვანი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კოლეგას და "ობიექტივის" ყოფილ წამყვანს ნინო ჯღარკავას ურჩევს, ენა დაიმოკლოს.
"ნინო ჯღარკავა მეგობრებში არ მყავს, მის სტატუსზე ვერ ვაკომენტარებ და ვინმემ გადაეცით, ენა დაიმოკლოს – “ობიექტივის” არქივს ახსოვს, ვინ და როდის იყო გაყურსული!
ასევე ენა ჩაიგდოს ზოგიერთმა დაქირავებულმა კომენტატორმაც – წადით და “ოსანა” უმღერეთ ღარიბაშვილსაც და ივანიშვილსაც – ბონდო მძინარაშვილი თქვენი სახსენებელი არ არის!
გამომივიდა ეს ჯღარკავაც რა, – ღარიბაშვილის მამიდა!
ეს რამე ახალი თანამდებობაა?
არ მეგონა, ჰუდა ამერი თუ სჭირდებოდა დღევანდელ ხელისუფლებას!
ჯღარკავას ვინ ეკითხება, ვინ რას იტყვის, ყველას რომ პირში უვარდება?
P. S. ეს სტატუსი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ველი გამოხმაურებას.", - წერს ბონდო მძინარაშვილი "ფეისბუქში".