
ეკა ხოფერიას თოქ-შოუს ეთერში გასვლის შემდეგ, რომლის სტუმარი 19 წლის გიორგი ბასილაშვილი იყო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა.
„ფეისბუქის“ მომხმარებლები წამყვანს „უტაქტო შეკითხვისთვის“ აკრიტიკებდნენ, რომელიც მან ჭარბწონიან (გიორგი 197 კილოგრამს იწონის) ახალგაზრდას დაუსვა - გქონია თუ არა ოდესმე სექსი? - ასეთი იყო კითხვა, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
„გიორგი ბასილაშვილი, დღევანდელი გადაცემის გმირი, ისევე , როგორც დანარჩენი ორი, გაიკეთებს ოპერაციას.
70 პროცენტი ჯანდაცვა, დანარჩენსაც ვეძებთ. ამასთანავე გიორგი დაიწყებს ჩვენთან იმედში ჯერ სტაჟიორად და შემდეგ ვნახოთ. ბოლომდე მივყვებით. გადაეცით კრიტიკოსებს)"- წერდა სოციალურ ქსელში ეკა ხოფერია.
მოგვიანებით წამყვანმა საკუთარი სტატუსი კიდევ უფრო დააკონკრეტა და „აღშფოთებულთა“ დასაწყნარებლად შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„დავწერ ცალკე სტატუსად. გიორგი იყო რეალითი პროექტის "პუტკუნ -შოუს" კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე.
ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო.
მორალურ ტრამვაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრამვა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას.
მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, აქ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.
P.S. ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია?
იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!" - წერს ჟურნალისტი.