
რუსეთიდან ჩინეთში გამავალი პირველი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ყოველწლიურად ხიდის მეშვეობით 21 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება, ის მდინარე ამურზე გავა და გზას 700 კილომეტრით შეამცირებს.