
ოჯახის სიმტკიცისა და მშობელთა პატივისცემის დღესთან დაკავშირებული ლოცვითი მსვლელობის დროს აქციის ერთერთმა მონაწილე სასულიერო პირმა მამა თომამ ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი ხელისუფლება დაწყევლა.
სასულიერო პირის მხრიდან წყევლა მთავრობამ და ივანიშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო დაიმსახურა.
„ახლანდელი ხელისუფლება უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილია. თვითონ გეებია დღევანდელი ხელისუფლება. დაწყევლილი იყოს ივანიშვილი" - განაცხადა მამა თომამ.
შეგახსენებთ, რომ მამა თომა ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითად ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში, 17 მაისის აქციის მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირის დაკავების შემდეგ განეწყო.
მაშინ „თავისუფალმა სიტყვამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მამა თომა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, „თავისი ვაჟი გაათხოვოს გეიზე, ხოლო გოგონა - ლესბიანკაზე“.
„ამერიკამ გამოუგზავნოს ივანიშვილს თვითმფრინავი და თავის გეებთან ერთად დაახვიოს აქედან“, - ამბობდა მამა თომა 2013 წლის მაისში (იხ. 2013 წლის მაისში "თავისუფალი სიტყვის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალა).