-
2014-08-30 22:33
ევროკავშირის ქვეყნებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უკრაინა უმოკლეს ვადაში მიიღებს ევროკავშირის ქვეყნების მიერ წარმოებულ უახლეს არალეტალურ იარაღს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ არალეტალურ იარაღს მიეკუთვნება ისეთი იარაღი, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ნეიტრალიზება და საბრძოლო მოქმედებების გეგრძელების უნარის წართმევა, ისე, რომ არ მოხდეს ცოცხალი ძალის დაკარგვა და მატერიალური ფასეულობების ნგრევა.
არალეტალურ იარაღში შედის ლაზერული იარაღი, ელექტრომაგნიტური იმპულსის იარაღი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები; მეტეოროლოგიური, გეოფიზიკური იარაღი, ინფრახმოვანი იარაღი; ბიოტექნოლოგიური საშუალებები; ახალი თაობები ქიმიური იარაღი; ინფორმაციული ბრძოლის საშუალებები; ფსიქოტროპული იარაღი; პარაფსიქოლოგიური მეთოდები.
„ევროკავშირთან მიღწეული კონკრეტული შეთანხმებები ჩვენ გვაძლევს იმის პერსპექტივას, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო-ტექნიკური დახმარება, რაც გაზრდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.