ბატალიონ "დონბასის" მებრძოლი მიხაილო პირდაპირ სატელეფონო ჩართვაში ამბობს, რომ ამჟამად რუსი ოკუპანტების ალყაშია და ულტიმატუმი დილის 6 საათზე იწურება.
მისი თქმით, რუსებმა ილოვაისკიდან მომავალ დონბასელებს თითქოს უსაფრთხო დერეფანი გაუხსნეს, მაგრამ როგორც კი გადაადგილება დაიწყეს, ცეცხლი გახსნეს. "ყველაფერი ძალიან ცუდადაა, უამრავი დაჭრილი და დაღუპული გვყავს", - ამბობს "დონბასის" მებრძოლი.