-
2014-08-30 01:42
ბატალიონ „დონბასის“ დაახლოებით 50-დე მებრძოლი დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ჩერვონოსელსკთან ალყაშია მოქცეული. რუსმა ბოევიკებმა, რომლებიც პერიმეტრზე არიან განთავსებული, მათ დანებებისთვის ვადა 06:00 საათამდე მისცეს.
ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, დანებებაზე უარის შემთხვევაში, „დონბასის“ მებრძოლებს „გრადით“ დაბომბვას და განადგურებას პირდებიან. მებრძოლთა ალყაში მოქცევა რამდენიმე წუთის წინ „შუსტერის შოუს“ პირდაპირ ეთერში დაადასტურა „დონბასის“ მებრძოლმა, რომელმაც თქვა, რომ ალყაში „დნეპრის“ მეომრებიც იყვნენ, მაგრამ მათ გაღწევა მოახერხეს.
„დონბასი“ არ დანებდება, ამიტომ ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ ტრაგედია დატრიალდება. რას აკეთებენ კიევში? კოორდინატები გადაცემულია, ზომების მიღების სურვილს კი ვერ ვხედავთ“.
ინფორმაციით, რომელიც, ძირითადად, სოციალურ ქსელში ვრცელდება, „დონბასის“ მებრძოლებს შორის ორი მოხალისე ქართველია. მათი ვინაობა არ სახელდება. გავრცელდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალყაში მოქცევის პირველივე წუთებიდან „დონბასის“ ერთერთი რაზმის მეთაურმა მოლაპარაკება სცადა და რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა, თუმცა, იგი ტყვედ აიყვანეს.
ვრცელდება ასევე რუკა, სადაც ჩანს, რომ ალყაში მოქცეულები გაშლილ ველზე იმყოფებიან, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.