-
2014-08-29 15:00
უკრაინა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს განაახლებს,უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზადებას იწყებს. ამისათვის,როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობა პარლამენტს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.
გადაწყვეტილება მიღებულია. იგეგმება იანუკოვიჩის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც უკრაინის სამხედრო ბლოკში გაერთიანებას კრძალავს.
ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგიდან იანუკოვიჩის მთავრობაში მოსვლის შემდეგ მოიხსნა. "უკრაინა ნატო-ს გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება არარეალურია" - ეს განცხადებება ყოფილმა პრეზიდენტმა 2010 წელს გააკეთა.