ორმა უკრაინელმა ოფიცერმა 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ

Image

მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა, იმისთვის, რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა, 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

 

უწყების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მაიორი ალექსანდრე კანდესიუკი მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობასთან ერთად ოპერაციის ზონის წინახაზზე გადავიდა.

 

„მარშის შედეგად უკრაინელი სამხედროები ბატალიონთა ჯგუფების ადგილმდებარეობამდე მივიდნენ. ამ დროს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთის არმიის დანაყოფები სამხედრო ტექნიკით შემოიჭრნენ. როგორც გაირკვა, ეს იყო კოსტრომაში დისლოცირებული 331-ე სადესანტო პოლკი, რომლის სეტევის შემდეგ უკრაინის 51-ე ბრიგადა ალყაში აღმოჩნდა, ალყაში აღმოჩნდა ასევე მათთან მისული დამხმარე ძალაც, მაიორის ხელმძღვანელობით. რუსეთის არმიის დანაყოფებმა მაშინვე გახსნეს ცეცხლი მათ ხელთ არსებული ყველა იარაღიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, უკრაინის ბატალიონთა ტაქტიკური ჯგუფების უმრავლესობამ დიდი ზიანი განიცადა და გადაწყდა, შეტევაზე გადასულიყვნენ, რათა ალყა გაერღვიათ. მაიორი კანდესიუკი მაიორ ალექს შეპელიუკთან ერთად, რომელიც საზენიტო-სარაკეტო ბატარეის მეთაური იყო, გარღვევის ავანგარდს მეთაურობდა.

 

„ავანგარდი გარღვევაზე წავიდა. ბრძოლის შედეგად მაიორმა კანდესიუკმა რამდენიმე ჭრილობა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ტყვიებისგან მიიღო, ხოლო მაიორი შეპელიუკი შეყოვნდა, რათა ოფიცერი ცეცხლის ხაზისთვის გაერიდებინა, რა დროსაც თვითონაც დაიჭრა. ავანგარდის დანარჩენი ნაწილი ტყვიამფრქვევების, ნაღმმტყორცნებისა და პირდაპირი დამიზნებით, „შილკის“ ცეცხლქვეშ მოჰყვა, შემადგენლობის თითქმის ყველა წევრი დაიჭრა. გამჭოლი ცეცხლის გამო, ძირითადმა ჯგუფმა თანამებრძოლთა დასახმარებლად მისვლა ვერ შეძლო, საბაზო ბანაკში დაიხია და წრიული თავდაცვის პოზიცია დაიკავა.

 

ავანგარდის შემდგომი ბედის შესახებ თვითმხილველები ჰყვებიან: დაჭრილ უკრაინელ მეომრებს 12 რუსი მედესანტე მიუახლოვდა და იარაღის მუქარით მათი დატყვევება სცადა. როცა მტრებმა რკალი შეკრეს და დაჭრილებს რამდენიმე მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ, დაჭრილი უკრაინელი ოფიცრები ფეხზე წამოდგნენ და ხელები ასწიეს.

 

თვითმხილველთა თქმით, მათ ხელში, სავარაუდოდ, ხელყუმბარები ეჭირათ, რადგან მედესანტეებისკენ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე ორი აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველთა თქმით, მედესანტეებისა და უკრაინელების სხეულის ნაფლეთები ერთმანეთში აირია. სამხედრო ხელმძღვანელობა ამ დროისთვის ამზადებს წარდგენას უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, რათა ორ უკრაინელ ოფიცერს - მაიორ ალექსანდრე კანდესიუკსა და მაიორ ალექს შეპელიუკს უკრაინის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭოთ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !