
მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა წინახაზზე 28 აგვისტოს ღამით, „ინფორმაციული წინააღმდეგობის ცენტრი“ აქვეყნებს.
გრძელდება საბრძოლო მოქმედებები დასახლებულ პუნქტებში ლუგანსკში, ილოვაისკში, ლუტუგინოსა და სტანიცა ლუგანსკაიასთან.
მარიუპოლის მიდამოებში უკრაინელი ძალოვნები ატარებენ საინჟინრო-სასანგრო სამუშაოებს, ინაღმება ტანკსაშიში მიმართულებები.
გრძელდება ცეცხლი ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციათა მიმართულებით, კერძოდ:
ნაღმმტყორცნებიდან ორჯერ დაიბომბა პოზიციები ჩერვონნაია პოლიანასთან, გეორგიევკის ახლოს მდებარე ბლოკ-პოსტები, სტანიცა ლუგანსკაია, ლუტუგინოსთან და გერასიმოვკასთან მსგავსი დაბომბვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა.
ტერორისტებმა სცადეს შეტევა დასახლებულ პუნქტ დებალცევოსთან, უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.
მალონიკოლაევკასთან „გრადით“ დაიბომბა უკრაინის არმიის პოზიციები. ლუგანსკის აეროპორტის მიდამოებში უკრაინელებს ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაჭრილები, მწყობრიდან გამოვიდა ოთხი ერთეული საბრძოლო ტექნიკა.