
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღიარა, რომ დონბასში რუსი მოხალისეები იბრძვიან. ეს რუსეთის მხრიდან ამ ფაქტის პირველი აღიარებაა.
"ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში არიან რუსი მოხალისეები, ამის უარყოფას არავინ აპირებს. მოხარული ვიქნები, თუ მსგავს ტრანსპარენტულობას ზოგი სხვა ქვეყანაც გამოიჩენს.
დაე, ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გვიამბონ, რით არის დაკავებული უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შენობაში ათეულობით ამერიკელი მრჩეველი.
დაე, გვიამბონ, რამდენი დაქირავებული ამერიკელი ომობს მშობლიური ნაპირებიდან ათასობით კილომეტრში ე.წ. დაცვის დაწესებულებებიდან", - განაცხადა ჩურკინმა.