
უკრაინა არ აპირებს, ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს ქვეყნის მსშტაბით.
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, 28 აგვისტოს გამართულმა უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის. შეგახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევდა 26 ოქტომბერს დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას.