-
2014-08-28 20:55
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკთა ერთერთი ლიდერი, მეტსახელად "Бес" (იგორ ბეზლერი) რუსეთშია გაქცეული, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
ამასთან, გერაშენკომ არ გამორიცხა, რომ იგორ ბეზლერი მძიმედაა დაჭრილი, ხოლო მეორე ლიდერთან სტრელკოვთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის: "ჩანს, "Бес" (ავსული, სლავურ მითოლგიაში დემონი, - რედ.) რუსეთში გაიყვანეს, რათა ტერორისტების დემორალიზება აეცილებინათ თავიდან", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა.