-
2014-05-12 09:53
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონბასში ჩატარებულ „რეფერენდუმზე“ კომენტარს არ აკეთებს. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ პოზიციას მხოლოდ „რეფერენდუმის“ შედეგების შემდეგ დააფიქსირებს.
პესკოვმა ისიც აღნიშნა, რომ პუტინს ფედერალიზაციის მომხრებისთვის არ უთხოვია მისი გადატანა, არამედ მხოლოდ „რეფერენდუმის გადადების რეკომენდაცია“ მისცა.
წინასწარი მონაცემებით, რომელსაც თვითგამოცხადებული „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს, დონეცკის ოლქში ჩატარებულ „ რეფერენდუმზე“ რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა 89, 07 პროცენტმა მისცა.
სოციოლოგები კი ირწმუნებიან, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის მცხოვრებლების უმეტესობა ფსევდო-რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოვიდა და მათ მხარი არ დაუჭირეს სეპარატისტებს.