სლავიანსკის ცენტრში, ტრანსფორმატორის სადგურთან ახლოს, ტერორისტებმა 12 წლის ბიჭი დაჭრეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
"უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ ბიჭმა გამჭოლი ჭრილობა მკერდში მიიღო და ამ დრომდე საოპერაციო განყოფილებაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ სლავიანსკში ტერორისტებმა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა აიღეს. ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებენ ცენტრალურ ხელისუფლებას და უკრაინის შსს-სა და არმიის ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ. ტერორისტების ერთერთმა წარმომადგენელმა თავისი თავი "სახალხო მერად" გამოაცხადა.
შეტაკებები სლავიანსკში ამ დრომდე გრძელდება.