-
2014-05-09 17:00
მარიუპოლში მიმდინარე შეტაკებების შესახებ უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ლიაშკო წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ხელყუმბარებითა და ავტომატებით დაიწყეს ადგილობრივი მილიციის შენობის შტურმი, სამართალდამცველებმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს.
„რამდენიმე „ჩვენი“ დაიჭრა, მოკლულია რვა ტერორისტი. უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც შენობაზე შტურმი დაიწყო“, -წერს დეპუტატი.
„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ტერორისტებმა მილიციის შენობის შტურმი დაიწყეს, ისინი 30-დე არიან, ორი სართული აიღეს, ჩვენები მესამეზე გამაგრდნენ. მათ დასახმარებლად სამი ჯავშანტრანსპორტიორი და არმია მოვიდა, რვა ტერორისტი მოკლულია, ჩვენები ცოცხლები არიან ყველა, მაგრამ ბევრი დაჭრილია“, - წერს დეპუტატი.