
8 მაისს მოსკოვში გაიმართა დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა შეკრება. როგორც „ლენტა.რუ“ წერს, ექსპერტები არ გამორიცხავენ, მოსკოვი უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდეს.
შეგახსენებთ, რომ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნები არიან ბელორუსი, ყირგიზეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.
ზემოთხსენებული ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვის სწავლების პროცესს. შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.