„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანის პაატა მანჯგალაძის განცხადებით სისტემა რიგით პოლიციელებზე ძალადობს.
როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მხრიდან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.
„სისტემა ძალადობს რიგით პოლიციელებზე. დაკავების ოქმები დაკავების ადგილზე და დამკავებელი პირების მიერ არ შემდგარა. ყველა დაკავებულის ოქმი სამსახურებრივ სიყალბეს წარმოადგენს. არანაირი მტკიცებულება მას არ გააჩნია.
არანაირ ხულიგნობას, გინებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩვენს წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემას სისტემა რიგით პოლიციელებს აიძულებს. პროცესზე შეჯიბრობითობის პრინციპი უგულებელყოფილი იყო, რადგან მხარეებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინათ“ - განაცხადა „ახალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა მანჯგალაძის სასამართლო პროცესი აქციის დაშლისას დაკავებულ სხვა პირებთან ერთად დღეს გაიმართება.